მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხების პრაქტიკული სწავლება სენაკში

სენაკის მუნიციპალიტეტში, საგანგებო მართვის გეგმების შემუშავებაზე უფლებამოსილი პირების მომზადების პროგრამის მესამე ფაზით გათვალისწინებული პრაქტიკული სწავლება ჩატარდა.

პრაქტიკულ სწავლებაში მონაწილეობდნენ: სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, შინაგან საქმეთა სამინისტროს სენაკის რაიონული სამმართველოს უფროსი, ირაკლი ქირია, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სამოქალაქო უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი, თეიმურაზ მელქაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსი, გოჩა მურღულია, მერიის სამსახურების, მუნიციპალური ა(ა)იპ-ების, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონული სამსახურის, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების სენაკის ორგანიზაციის წარმომადგენლები.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხების სწავლების პირველი და მეორე ეტაპი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამოქალაქო უსაფრთხოების ექსპერტებმა, მიმდინარე წელს განახორციელეს.

პირველ ეტაპზე მსმენელებს სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ თეორიული სწავლება ჩაუტარდათ. ტრენინგის მეორე ნაწილში შეიქმნა საგანგებო მართვის გეგმა, რომლის გადამოწმება მესამე ფაზის პრაქტიკულ ნაწილში განხორციელდა.

პროექტის ფარგლებში, მოეწყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საველე მართვის ცენტრი, შტაბის კარავი, მზადყოფნაში იქნა მოყვანილი მეხანძრე-მაშველთა სპეციალური ტექნიკა და აღჭურვილობა. იმიტირებული საგანგებო სტიქიური მოვლენების ფონზე, ჩატარდა სიტუაციის მართვის პრაქტიკული სიმულაციური ვარჯიშები.

პროექტი განხორციელდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორგანიზებითა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

ოქტომბერი 2023
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
Skip to content