სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ, სასპორტო გაერთიანების სპორტსმენების დროული და კომფორტული გადაადგილებისთვის, FORD-ის მარკის ახალი მიკროავტობუსი შეიძინა.
ტრანსპორტის შესაძენად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 149 650 ლარი გაიხარჯა.
FORD-ის მარკის ახალი მიკროავტობუსი, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, მოადგილესთან, ნანა ზარანდიასთან ერთად, სარგებლობაში, სენაკის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანებას გადასცა.
,,ჩვენი სპორტსმენების კომფორტული გადაადგილებისთვის, 2023 წლის გამოშვების, FORD-ის მარკის მიკროავტობუსი შევიძინეთ.
წლების წინ შეძენილი ავტოსატრანსპორტო საშუალება მწყობრიდან იყო გამოსული.
დღეიდან, ჩვენს წარმატებულ სპორტსმენებს, ახალი მიკროავტობუსი მოემსახურება.
სასპორტო გაერთიანების სპორტსმენებმა, სპორტის სხვადასხვა სახეობაში, არაერთხელ ასახელეს ჩვენი ქალაქი.
მათ ექნებათ ყველა პირობა შექმნილი იმისთვის, რომ იფიქრონ მხოლოდ წარმატებებზე, მათთვის ბევრი რამ კეთდება და იგეგმება.
ჩვენი სახელისუფლებო გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ახალგაზრდებისთვის მეტი შესაძლებლობის მიცემაა მათი განვითარების და თვითრეალიზაციის კუთხით“ – აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ.