მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

ალექსობას გილოცავთ!

სენაკისა და სრულიად საქართველოს მფარველის, წმინდა ალექსი სენაკელის დაბადებიდან 171 წელი და გარდაცვალებიდან 100 წელი გავიდა.

საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 1995 წელს ალექსი ბერი წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 31 იანვარი დააწესა.

2000 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, წმინდა ალექსი სენაკელის საფლავზე მცირე ბაზილიკური ტაძარი იკუთხა.

მინდა ჩემი პატივისცემა და მადლიერება დავუდასტურო საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს – მქონდა პატივი დავსწრებოდი მიტროპოლიტის მეცნიერული ნაშრომის – „ღირსი ალექსი სენაკელი ( შუშანია)” პრეზენტაციას. წიგნი ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული მოღვაწის – წმინდა ბერის, ალექსი სენაკელის ცხოვრებასა და მის განუზომლად დიდ ღვაწლზე მოგვითხრობს. ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის დევნის უმძიმეს პერიოდში, ალექსი ბერმა სენაკში შექმნა სამონასტრო ცხოვრების უძლიერესი კერა, რომელიც კომუნისტური დევნის პერიოდშიც არ ჩამქრალა და ჩვენამდე მოიტანა სასულიერი მოღვაწეობის ტრადიციები.

მინდა მადლიერება გამოვხატო მენჯის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვრის, არქიმანდრიტ მელქისედეკის (მიქავა) და ალექსი ბერის შთამომავლის, მონაზონ ზოიას (შუშანია) მიმართ, ღვთისა და ერის წინაშე მსახურებაში ხანგრძლივი ღვაწლის, მენჯის მთავარანგელოზთა სახელობის მონასტრის, ალექსი ბერის სახელობის ბაზილიკური ტაძრის, წმინდა ალექსი სენაკელის სახელობის მუზეუმის აღმშენებლობისა და ალექსი შუშანიას ლიტერატურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

ალექსობას გილოცავთ!

ვახტანგ გადელია
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

ოქტომბერი 2023
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
Skip to content