სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებითა და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, მერიის სხდომათა დარბაზში, მალარიის ელიმინაციის სერთიფიცირების პროცესის ფარგლებში, ტრენინგი გაიმართა.
ტრენინგს უძღვებოდნენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, პარაზიტოლოგიის ინსტიტუტის წარმომადგებლები:
ეკატერინე ჟორჟოლიანი – სახელმწიფო პროგრამების და რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
მერაბ იოსავა – გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ალიმენტური, ნოზოლოგიური და პარაზიტოლოიური სამმართველოს წარმომადგენელი;
ნატო დოლიძე – ენტომოლოგი, ლუგარის კვლევითი ცენტრის განსაკუთრებით საშიში ინფექციების დეპარტამენტის წარმომადგენელი;
ანა მისკალიშვილი – ეპიდემიოლოგი, მალარიოლოგი, სამედივინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის კვლევითი ინსტიტუტის ექიმ-პარაზიტოლოგი.
ტრენინგში მონაწილეობა სენაკის, აბაშის, ხობისა და მარტვილის მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების წარმომადგენლებმა მიიღეს.