მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

ანსამბლ ,,მუსიკელის“ შემოქმედებითი საღამო

11 ოქტომბერს, დიმიტრი ჯაიანის სახელობის მოსწავლე-ახალგაზრდობის და კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზში, ვაჟთა ანსამბლ ,,მუსიკელის“ შემოქმედებითი საღამო გაიმართა.

მოსწავლე-ახალგაზრდობის და კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლი ,,მუსიკელი“ 2019 წელს შეიქმნა.

დაარსებიდან დღემდე, ანსამბლმა სახელი გაითქვა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ – მის ფარლგებს გარეთ. მიმდინარე წელს, ,,მუსიკელმა“ საგასტროლო ტურნე მოაწყო ევროპის რამდენიმე ქვეყანაში. ანსამბლმა ინგლისის, უელსისა და შოტლანდიის 15-მდე ქალაქში, მსმენელს გააცნო ეროვნული სასიმღერო და ფოლკლორის ნიმუშები. 2022 წელს, ,,მუსიკელი”, ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის ერთ-ერთი გამარჯვებულია.

ანსამბლს, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სენაკის სალოტბარო სკოლის ხელმძღვანელი, იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძრის რეგენტი, წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის ხალხური სიმღერისა და გალობის პედაგოგი, დიმიტრი კაკულია ხელმძღვანელობს; ქალაქურ სამუსიკო მიმართულებას კი სათავეში ირაკლი ლაკია უდგას.

ანსამბლის წევრები წარმატებული ხელოვანები: დიმიტრი კაკულია, ილია ცომაია, ირაკლი ლაკია, მალხაზ ხუნწარია, რატი სარია და უშანგი ჩილაჩავა არიან.
,,მუსიკელს“, მორიგი საგასტროლო ტურნე, ბალტიისპირეთის ქვეყნებში აქვს დაგეგმილი.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ, საბა ოდიშარიამ, ანსამბლის წევრებს, მრავალწლიანი აქტიური შემოქმედებითი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს და შემოქმედებითი განვითარება, წარმატებული საქმიანობა უსურვეს.

საღამოს მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის თეატრალური დრამატული ხელოვნების სკოლა-სტუდიის მსახიობი, ცოტნე კაცია უძღვებოდა.

ანსამბლის პირველ სოლო კონცერტს მშობლიურ ქალაქში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია, მერის პირველი მოადგილე, ბადრი ქუთელია, მერის მოადგილე ნანა ზარანდია, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან უჩანეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ზაზა ნაჭყებია, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი, გივი მისაბიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ანსამბლის გულშემატკივრები ესწრებოდნენ.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

ოქტომბერი 2023
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
Skip to content