მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

პანელური დისკუსია – სახელოვნებო განათლების რეფორმის ფარგლებში

12 ოქტომბერს, სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის ინიციატივით, სახელოვნებო განათლების რეფორმის ფარგლებში, პანელური დისკუსია გაიმართა.
დისკუსიას საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, იუნესკოს მშვიდობის ელჩი, მსოფლიოში აღიარებული პიანისტი, ელისო ბოლქვაძე უძღვებოდა.
დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს: საქართველოს პარლამენტის წევრმა, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიორგი ხახუბიამ, საქართველოს პარლამენტის წევრებმა, ლევან მგალობლიშვილმა, ანზორ ბოლქვაძემ, კულტურის კომიტეტის წევრმა, ბაია კვიციანმა, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ, საბა ოდიშარიამ, ფოთის, ჩხოროწყუს, ზუგდიდის, მესტიის ადგილობრივი თვითმმართველობების, სამეგრელოს რეგიონის მუნიციპალიტეტების სახელოვნებო და კულტურის სფეროების წარმომადგენლებმა, პედაგოგებმა.
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ, სახელოვნებო განათლებაში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და ყურადღება სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის განსაზღვრის საკითხზე გაამახვილა.
„სახელოვნებო განათლების რეფორმა კულტურის კომიტეტის ინიციატივით მზადდება და მისი იმპლემენტაცია, საქართველოს მასშტაბით, მომავალი წლიდან იგეგმება. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება კულტურის სამინისტროს ჩართულობით ხორციელდება“ – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.
,,მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს, იუნესკოს მშვიდობის ელჩს, მსოფლიოში აღიარებულ პიანისტს, ქალბატონ ელისო ბოლქვაძეს და კომიტეტის წევრებს – ამ მნიშვნელოვანი ინიციატივისთვის, რაც სახელოვნებო განათლების რეფორმის მომზადებას ეხება.
სახელოვნებო განათლება ხელს უწყობს თავისუფლების, ინდივიდუალური, ესთეტიკური და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.
მინდა მადლიერება გამოვხატო სახელოვნებო სექტორის თითოეული თანამშრომლის, ჩვენი პედაგოგების მიმართ. მადლობა, თქვენ, დაუღალავი ღვაწლისა და ფასდაუდებელი შრომისთვის” – აღნიშნა საქართველოს პარლამენტის წევრმა, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიორგი ხახუბიამ.
,,სენაკში დიდი ტრადიციებისა და კულტურის მქონე ხელოვნების ცენტრი ფუნქციონირებს, გვყავს წარმატებული მოსწავლეები – ფესტივალების, კონკურსების გამარჯვებულები და ლაურეატები; ცენტრების მიერ დაიგეგმა და ხორციელდება არაერთი ინოვაციური პროექტი – საგუნდო, სამხატვრო, თეატრალური, მუსიკალური მიმართულებით, ხელოვნების ფესტივალები.
თუმცა, მიღწევების პარალელურად, სახელოვნებო განათლების მიმართულებით, არაერთი გამოწვევაა, რომელიც სახელოვნებო განათლების რეფორმის ფარგლებში, სასურველ შედეგზე ორიენტირდება – აღნიშნა სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ.
პანელურ დისკუსიას ესწრებოდნენ სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან უჩანეიშვილი, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ინგა ქარდავა, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი, გივი მისაბიშვილი, სამეგრელოს რეგიონის სახელოვნებო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
პანელური დისკუსიის მიზანი – სახელოვნებო განათლების მიმართულებით, დარგის სპეციალისტების მხრიდან, გამოწვევების იდენტიფიცირებაა.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

ოქტომბერი 2023
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
Skip to content