14 ოქტომბერს, 10 : 00 საათიდან, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისა და წითელი ჯვრის საზოგადოების ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ფოცხოს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას, სოფლის ამბულატორიაში, უფასო პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური გამოკვლევები ჩაუტარდება.
აქციაში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა პროფილის ექიმები.
პროექტის ფარგლებში, 15 ოქტომბერს, 10 : 00 საათიდან, უფასო პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური კვლევები, ლეძაძამეს ამბულატორიაში, ლეძაძამეს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას ჩაუტარდება.
სამედიცინო აქცია პერმანენტულ ხასიათს ატარებს და სენაკის მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულს მოიცავს.