სენაკის მუნიციპალიტეტის ხორშის ადმინისტრაციული ერთეულისა და ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს ადმინისტრაციული ერთეულის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის მასშტაბური სამუშაოები დასრულებულია.
საავტომობილო გზის ეს მონაკვეთი, რომლითაც ყოველდღიურ რეჟიმში ასეულობით ადამიანი სარგებლობს, ადგილობრივ მოსახლეობას სხვა მუნიციპალიტეტთანაც აკავშირებს.
გზის სავალ ნაწილზე შექმნილი დაზიანებები და მოშლილი ინფრასტრუქტურა მოსახლეობას, წლების მანძილზე, გადაადგილების პრობლემას უქმნიდა.
გზის 4, 5 კმ-იან მონაკვეთზე, საგზაო ინფრასტრუქტურა სრულად მოწესრიგდა.
პროექტის ღირებულებამ 1 963 308 ლარი შეადგინა.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, პირველ მოადგილესთან, ბადრი ქუთელიასთან, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, ედიკა ბერაიასთან, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელთან, ეკატერინე კიზირიასთან ერთად, აღნიშნულ ლოკაციაზე იმყოფებოდა და შესრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
ვახტანგ გადელია, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, გზებზე მიმდინარე და განხორციელებული სამუშაოების მონიტორინგს აქტიურად აგრძელებს და გზებზე არსებულ ვითარებას ადგილებზე ეცნობა.