მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

მერის მოადგილე სამედიცინო აქციის მიმდინარეობას გაეცნო

ამ წუთებში, ფოცხოს საექიმო სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისა და წითელი ჯვრის საზოგადოების ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ფოცხოს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას უფასო სამედიცინო პროფილაქტიკური გამოკვლევები უტარდება.
სამედიცინო აქციაში სხვადასხვა პროფილის ექიმები: თერაპევტი – ზურაბ თუთარაშვილი, კარდიოლოგი – მანანა გიორგობიანი, ოფთალმოლოგი – ნინო კალატოზიშვილი, ექოსკოპისტი/რადიოლოგი – ირინა მოდებაძე მონაწილეობენ.
სამედიცინო გამოკვლევების მიმდინარეობის პროცესს სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, მერის წარმომადგენელთან ფოცხოს ადმინისტრაციულ ერთეულში, მალხაზ ტორჩინავასთან, წარმომადგენლის ასისტენტთან, გელა ჯოჯუასთან და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების სენაკის ფილიალის ხელმძღვანელთან, რომან ავალიანთან ერთად გაეცნო.
აქცია ხვალაც გაგრძელდება. დილის 10 საათიდან, ლეძაძამეს საექიმო ამბულატორიაში, ლეძაძამეს ადმინისტრაციული ერთეილის მოსახლეობას უფასო პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური გამოკვლევები ჩაუტარდება.
სამედიცინო აქცია, რომელიც პერმანენტულ ხასიათს ატარებს, სენაკის მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულს მოიცავს.
პროგრამას, რომელიც მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოწყვლადი ჯგუფების უფასო სამედიცინო მომსახურეობას და მათთვის, დახმარების სხვადასხვა სერვისებს მოიცავს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერია და წითელი ჯვრის საზოგადოება ახორციელებენ.
პროგრამის ინიციატორია სენაკის მუნიციპალიტეტის მერია და მხარდაჭერილია მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

ოქტომბერი 2023
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
Skip to content