სენაკელ ფალავანს, ჩვენს წარმატებულ სპორტსმენს ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, გიორგი დავითაიას, ვულოცავ ბუნდესლიგის მეხუთე დივიზიონში მოპოვებულ გამარჯვებას.
ახალგაზრდა სპორტსმენის წარმატება მშობლიური ქალაქის, თითოეული ჩვენგანის სიამაყის საფუძველი და ახალი გამარჯვებების საწინდარია.
გიორგი დავითაიამ, ბუნდესლიგის მეხუთე დივიზიონში ასპარეზობის პირველი ეტაპი 8 გამარჯვებით დაასრულა.
სენაკელ ფალავანს არაერთი სპორტული მიღწევები აქვს: ის საქართველოს მრავალგზის ჩემპიონია, ასევე ევროპის ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი, შავი ზღვის თამაშების ჩემპიონი და საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულ-პრიზიორი.
ვახტანგ გადელია
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი