სენაკის მუნიციპალიტეტში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების, საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდებში სპორტის პოპულარიზაციის და ამ კუთხით, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
ეს კადრები მშვიდობის ქუჩაზე, ახალრეაბილიტირებული მეოთხე საბავშვო ბაღის მიმდებარედ არის გადაღებული.
აღნიშნულ ლოკაციაზე, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, მინი სპორტული მოედანი მოეწყო.
პროექტის ღირებულებამ 105 554 ლარი შეადგინა.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, პირველ მოადგილესთან, ბადრი ქუთელიასთან, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, ედიკა ბერაიასთან, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელთან, ეკატერინე კიზირიასთან ერთად, შესრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
,,ქალაქ სენაკში, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციის ფარგლებში, 3 მინი სპორტული მოედანი მოვაწყვეთ: ვაჩნაძის და მშვიდობის ქუჩებზე; ასევე ყოფილი მერვე სკოლის მიმდებარედ.
სპორტული სივრცეების შექმნა, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაცია და ახალგაზრდებისთვის ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობა, ჩვენი სახელისუფლებო გუნდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია“ – აღნიშნა ვახტანგ გადელიამ.