ვეტერანის დღესთან დაკავშირებით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, პირველ მოადგილესთან, ბადრი ქუთელიასთან, მოადგილესთან, ნანა ზარანდიასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ყვავილებით შეამკო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.
მუნიციპალიტეტის მერი შეხვდა ვეტერანებს და მათ მადლობა გადაუხადა ქვეყნის ერთგულების და თავდადებისთვის.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ, „მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსების და თანადაფინანსების ქვეპროგრამის“ ფარგლებში, მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 38 ვეტერანს მედიკამენტოზური დახმარება გაუწია.
სენაკის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლიბისათვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანებზე და მათთან გათანაბრებულ პირებზე მათი ღვაწლის დაფასების, თანადგომისა და მხარდაჭერის მიზნით, 332 მოქალაქეს, 33 200 ლარის ფარგლებში, ერთჯერადი ფულადი დახმარება გაეწია.
,,ვეტერანებზე ზრუნვა სახელისუფლებო გუნდის ერთ-ერთი პრიორიტეტია, შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმუმი კეთდება და გაგრძელდება, რათა ვეტერანების მდგომარეობა გაუმჯობესდეს, მზად ვარ დავდგე მათ გვერდში და ბოლომდე დავიცვა მათი ინტერესები“ – აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა.