მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მიმდინარე და განხორციელებული სამუშაოების მონიტორინგს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ყოველდღიურ რეჟიმში, აქტიურად აგრძელებს.
მუნიციპალიტეტის მერი, ამჯერად, ეკის ადმინისტრაციული ერთეულის საჯოლიოს უბანში იმყოფებოდა, სადაც დაზიანებული ხიდის აღდგენა-რეაბილიტაციის ფარგლებში შესრულებულ სამუშაოებს გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას არსებულ საჭიროებებზე ესაუბრა.
საჯოლიოს უბნის ხიდის აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოები, ღირებულებით – 39 817 ლარი, შპს ,,მენათმა’’ შეასრულა.
სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ქალაქად და ადმინისტრაციულ ერთეულებში, მოსახლეობის საჭიროებებზე გათვლილი სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები ინტენსიურად ხორციელდება.