მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

საგრანტო პროგრამების გამარჯვებულთა დაჯილდოება სენაკში

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის 2023 წლის რაუნდის საგრანტო პროგრამების გამარჯვებულთა დაჯილდოება, სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრში გაიმართა.

წელს, პროგრამას, ქვეყნის მასშტაბით, 1 157 გამარჯვებული ჰყავს. აქედან, 170 – სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან წარდგენილი პროექტია.

პროგრამა მიზნად ისახავს მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებას, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

მიმდინარე წელს, პროგრამის ფარგლებში, საგრანტო თანხის მაქსიმალური მოცულობა 30 000 ლარით განისაზღვრა.

პროგრამაში გამარჯვებული მეწარმეების თანამონაწილეობის თანხამ მოთხოვნილი გრანტის თანხის არანაკლებ 20% უნდა შეადგინოს, მაღალმთიან დასახლებებში კი -არანაკლებ 10%.

არსებული ბენეფიციარის შემთხვევაში, ბენეფიციარის თანამონაწილეობის თანხამ მოთხოვნილი გრანტის თანხის არანაკლებ 50% უნდა შეადგინოს, მაღალმთიან დასახლებებში კი – არანაკლებ 25%.

აღსანიშნავია, როგორც გასულ წლებში, მიმდინარე წელსაც, სამეგრელოს რეგიონი, საკონკურსო განაცხადებისა და გამარჯვებულთა რაოდენობით, ლიდერობს.

მიკრო მეწარმეობის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ანა უგულავამ, სააგენტოს – „აწარმოე საქართველოში“ მიერ ორგანიზებული კონკურსის კრიტერიუმებისა და პრიორიტეტების განსაზღვრის შესახებ ისაუბრა.

სენაკის მუნიციპალიტეტიდან, სააგენტოს – „აწარმოე საქართველოში“ მიერ ორგანიზებული კონკურსის გამარჯვებულები – არტიზანული ყველის მწარმოებელი და ნოვესეული ყველის საოჯახო საწარმოს დამფუძნებელი, ვენერა ლიპატია და ინდ. მეწარმე, ალექსანდრე ჯანჯღავა გახდნენ.

შეხვედრას, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ბადრი ქუთელია, „აწარმოე საქართველოში“ ზუგდიდის საკონსულტაციო ცენტრის მენეჯერი, ცირა მესხია, მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის წარმომადგენელი, დალი ქაჩიბაია და ფერმერები დაესწრნენ.

2015 წლიდან 2022 წლის ჩათვლით, მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამის ფარგლებში, 8 ათასზე მეტი პროექტი დაფინანსდა, ინვესტიციების რაოდენობა 116 მილიონს აჭარბებს, დასაქმებულთა რაოდენობა კი – 21 000-ს სცდება.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

ოქტომბერი 2023
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
Skip to content