ეს კადრები სტიქიის შედეგად დაზიანებულ ინფრასტრუქტურულ ობიექტზე – ღელე ფიცუს დაზიანებული რკინა-ბეტონის ჯებირების აღდგენა-რეკონსტრუქციის სამუშაოების მიმდინარეობას ასახავს.
აღნიშნულ ლოკაციაზე, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, პირველ მოადგილესთან, ბადრი ქუთელიასთან, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, ედიკა ბერაიასთან, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელთან, ეკატერინე კიზირიასთან ერთად, იმყოფებოდა და სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.
პროექტს, ღირებულებით – 205 798 ლარი, შპს ,,მშენებელი” ახორციელებს.
სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურული ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სტიქიის ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოების ნაწილი დასრულებულია.