დღეს, მერის სათათბირო ორგანოს – სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია უძღვებოდა.
სხდომას, მერის პირველი მოადგილე, ბადრი ქუთელია, მოადგილე, ნანა ზარანდია, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მუნიციპალიტეტის მერმა, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრებს, სახალხო დღესასწაულ ,,ეგრისობის’’ ჩასატარებლად დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო.
სხდომაზე განხილულ იქნა ,,სენაკის საპატიო მოქალაქის’’ წოდების მინიჭებასთან დაკავშირებით შემოსული განცხადებები.
ვახტანგ გადელიამ ასევე ისაუბრა მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სხვადასხვა სექტორში განხორციელებულ, მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე.