კოალიცია – ასოციაცია ,,დეა“ – თავმჯდომარე, თამარ მალანია, ,,Ecobill” და „მდგრადი ურბანული ქალაქების
განვითარების სააგენტო-ინტერაქცია“, ახორციელებენ პროექტს – „ Exchange of expirienc”, რომლის
მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მერების ხელმომწერი მუნიციპალიტეტების გამოცდილების გაზიარება მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილების საკითხებში.
პროექტის ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში გაიმართა შეხვედრა – ,,მერების შეთანხმების” სამუშაო ჯგუფის წევრებთან, რომელსაც სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია ხელმძღვანელობს.
სამუშაო ჯგუფის მდივანმა, დალი ქაჩიბაიამ, წარმოადგინა პრეზენტაცია – კლიმატის ცვლილების საადაპტაციო და სამიგიტაციო ღონისძიებების ფარგლებში, მიმდინარე, განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობების შესახებ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო დანერგილი ენერგოეფექტური ტექნოლოგიების აუცილებლობასა და მნიშვნელობას.
შეხვედრის მონაწილეებმა ერთმანეთს საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები გაუზიარეს.
ცნობისთვის: ჩვენი მუნიციპალიტეტი, მიმდინარე წლის თებერვლის თვეში შეუერთდა #მერებისშეთანხმების (#CoMEast) იმ ათასობით ადგილობრივი თვითმართველობების ნებაყოფლობით გაერთიანებას, რომლის მიზანია ევროკავშირის კლიმატის და ენერგეტიკული პოლიტიკის ამოცანების განხორციელება.
აღსანიშნავია, რომ ზუგდიდისა და ფოთის შემდეგ, სენაკი, სამეგრელოდან, მესამე მუნიციპალიტეტია,
რომელიც ევროკავშირის ფართომასშტაბიან ინიციატივას შეუერთდა.