მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

47 წარმატებულ მოსწავლეს პერსონალური კომპიუტერები გადაეცა

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზში, პროექტის – „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში, საბაზო საფეხურის წარმატებით დასრულებისთვის, საჯარო სკოლების მე-10 კლასელი მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

ღონისძიებაზე, რომელიც საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს, დარეჯან ზარანდიას მიჰყავდა, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 47 წარმატებულ მოსწავლეს პორტატული პერსონალური კომპიუტერები გადასცეს: სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ, საბა ოდიშარიამ, მერის პირველმა მოადგილემ, ბადრი ქუთელიამ, მერის მოადგილემ, ნანა ზარანდიამ, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან უჩანეიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზაზა ნაჭყებიამ, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ინგა ქარდავამ, ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის მოადგილემ, მანანა გვიჩიამ.

მათ ახალგაზრდებს ცოდნის მიღების გზაზე წარმატებები უსურვეს.

ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღეს სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა.

პროექტი – „ჩემი პირველი კომპიუტერი“, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან ერთად ახორციელებს, მიზნად მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებას და თანამედროვე ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს.

წარმატებული მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონიალი სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

ოქტომბერი 2023
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
Skip to content