სენაკის მუნიციპალიტეტში, ქალაქად და სოფლად, აქტიურად გრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესი.
თეკლათის ადმინისტრაციული ერთეულის გოლასკურის უბანში დასრულებულია ხიდ-ბოგირის მოწყობის სამუშაოები.
პროექტის ღირებულებამ, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტით განხორციელდა, 74 495 ლარი შეადგინა.
შესრულებულ სამუშაოებს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია, მერის პირველი მოადგილე, ბადრი ქუთელია და საკრებულოს თავმდომარის პირველი მოადგილე, ლევან უჩანეიშვილი ადგილზე გაეცნენ.