ჩვენს ძვირფას პედაგოგებს დიდი პატივისცემით ვულოცავ მასწავლებლის ეროვნულ დღეს.
მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს, ამ მნიშვნელოვანი ინიციატივისთვის.
სიმბოლურია, რომ მასწავლებლის ეროვნული დღე – 27 ოქტომბერი, ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს ემთხვევა.
აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, 30 ოქტომბერს, დაგეგმილი გვაქვს
მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი საღამოს ჩატარება, სადაც კიდევ ერთხელ გამოვხატავთ უდიდეს პატივისცემას ჩვენი ძვირფასი, ღვაწლმოსილი პედაგოგების მიმართ, რომელთაც განსაკუთრებული დაფასება სჭირდებათ.
კიდევ ერთხელ გილოცავთ და მადლობას გიხდით ფასდაუდებელი ღვაწლისთვის.
ვახტანგ გადელია
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი