30 ოქტომბერს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ჩვენს ქალაქში,
მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი საღამოები გაიმართება.
ღონისძიებების ფარგლებში:
14 საათზე, ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის სულხან ცინცაძის სახელობის საკონცერტო დარბაზში ჩატარდება საზეიმო კონცერტი, სადაც დაჯილდოვნებიან ხელოვნების ცენტრის პედაგოგები.
18 საათზე, აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება ღვაწლმოლსილ და წარმატებულ პედაგოგთა დაჯილდოების ცერემონია;
კონცერტი – ქართველი შემსრულებლის, ნეკა სებისკვერაძის,
ბენდის: პიანისტი – ნინო გულიაშვილი, დრამი – გიო კაპანაძე, ბასი – კოკა მამალაძე, მონაწილეობით.
საღამოს წამყვანი – მსახიობი და ტელეწამყვანი, კახა მიქიაშვილი.
დასწრება თავისუფალია.