დღეს, სენაკში, ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის – იმედის დღის ფარგლებში, იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი – ,,ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო” დააბრძანეს.
საკათედრო ტაძარში სავედრებელი პარაკლისი აღევლინა.
მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრში გაიმართა ლექსია-სემინარი თემაზე – ,,ცისფერყანწელები”, რომელსაც პროფესორი, ნინო ჩხიკვიშვილი უძღვებოდა.
დასრულების შემდეგ, ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმი ,, მახარებელი”.
შეხვედრას სასულიერო პირები, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ბადრი ქუთელია, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი, გივი მისაბიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.