მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

სენაკში ღვაწლმოსილი პედაგოგები დაჯილდოვდნენ

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის, ვახტანგ გადელიას ინიციატივითა და მერიის ორგანიზებით, მუნიციპალიტეტის სახელოვნებო და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში მოღვაწე ღვაწლმოსილ, დამსახურებულ და წარმატებულ პედაგოგებს, თემატური საღამოები მიეძღვნა.

მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით, სამუსიკო სკოლის სულხან ცინცაძის სახელობის დიდ საკონცერტო დარბაზში, პედაგოგების მონაწილეობით, კონცერტი გაიმართა.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, ხელოვნების ცენტრის პედაგოგებს, სახელოვნებო განათლების სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, მადლობის სიგელები გადასცეს.

დღე, აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გამართულმა საღამომ დაასრულა.

წარმატებულ და ღვაწლმოსილ პედაგოგთა დაჯილდოების ცერემონიალი და საზეიმო კონცერტი, ქართული სიტყვიერების უბადლო ოსტატის, გამორჩეული თაობების აღმზრდელი დამსახურებული პედაგოგისა და ეპოქალური პიროვნების, ტერენტი ყიფიანის გახსენებით დაიწყო.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, მიმდინარე სასწავლო წელს მოპოვებული წარმატებებისთვის, ქალაქის მე-2 და მე-3 სკოლებს, კერძო სკოლა ლიცეუმსა და კერძო სკოლა ,,მარიოტას“ საპატიო სიგელები გადასცა.

საღამოზე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველმა მოადგილემ, ლევან უჩანეიშვილმა, მერის მოადგილემ, ნანა ზარანდიამ და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, დარეჯან ზარანდიამ საპატიო სიგელები გადასცეს საჯარო და კერძო სკოლების, სკოლამდელი აღზრდის, სასპორტო გაერთიანების, სახელოვნებო სფეროს 36 ღვაწლმოსილ და წარმატებულ პედაგოგს.

ღონისძიებაზე, მაყურებლის წინაშე წარდგა ქართველი შემსრულებელი, ნეკა სებისკვერაძე, ბენდთან: პიანისტ – ნინო გულიაშვილთან, დრამერ – გიო კაპანაძესთან, ბასისტ – კოკა მამალაძესთან ერთად.

საღამო, მსახიობს და ტელეწამყვანს, კახა მიქიაშვილს მიჰყავდა.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

ოქტომბერი 2023
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
Skip to content