სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან უჩანეიშვილი, მერის მოადგილე, ბადრი ქუთელია, სენაკის მუნიციპალიტეტის თეკლათის ადმინისტრაციულ ერთეულში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, განხორციელებულ პროექტებს გაეცნენ.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა – 72 000 ლარი, ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის სასურველი პროექტების განხორციელებას მოხმარდა:
თეკლათის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ რეკაში მოეწყო ცხაური და ღობე;
სოფელ საგვარამიოში დამონტაჟდა ტრენაჟორები.
ხელისუფლების მიერ დანერგილი ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“, მოსახლეობის საჭიროებებზე დროული რეაგირების ეფექტიანი საშუალებაა.
პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ თითოეულ პროექტს თავად მოქალაქეები ირჩევენ.