სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, მუნიციპალიტეტსა და შპს „დინამო თბილისის საფეხბურთო სკოლას“ შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, პროექტის რეგიონული კოორდინატორს, თენგიზ კაციას და პროექტის მენეჯერს გია ისიანს, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, ლევან უჩანეიშვილთან, თავმჯდომარის მოადგილესთან, ზაზა ნაჭყებიასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და მწვრთნელებთან ერთად, შეხვდა.
შეხვედრაზე, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს.
პროექტის მხარდამჭერია ონლაინ მაღაზია https://isurve.ge/, რომელმაც სპორტული ინვენტარი მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადასცა.