2021- 2023 წლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის 15 ადმინისტრაციულ ერთეულში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით, 146 პროექტი განხორციელდა, რომელთა ღირებულებამ 2 270 709 ლარი შეადგინა.
2023 წელს – ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, 31 პროექტი განხორციელდა, რისთვისაც, სახელმწიფოსგან – 738 000 ლარი და თანადაფინანსებით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან – 21 200 ლარი გამოიყო;
პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის სასურველი პროექტების განხორციელებას 759 200 ლარი მოხმარდა.
2022 წელს – ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, 53 პროექტი განხორციელდა; ღირებულებით – 7 73 509 ლარი.
2021 წელს – 62 პროექტი, ღირებულებით – 738 000 ლარი.
#სოფელიპრიორიტეტებსთავადირჩევს
#სოფლისმხარდაჭერისპროგრამა