12 ნოემბერს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალში, სახალხო დღესასწაული – ,,ეგრისობა” გაიმართება.
ღონისძიების პროგრამა:
11:00 საათი – სენაკელი მხატვრების, ჰაიკო და ჰაინარ გახარიების პერსონალური გამოფენა – სენაკის სამხატვრო გალერეა;
15:00 – 17:00 საათი – პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალი:
ესმა კუნჭულიას გასტრო-მოგზაურობა – ,,ისტორია თეფშზე’’;
ანა მიქაძე – ,,ამბავი ქართულ ყველზე”;
ყველის, ღვინის, თაფლის დეგუსტაცია, მასტერკლასები;
ადგილობრივი მეწარმე ქალების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა;
საჯარო სკოლების და ადმინისტრაციული ერთეულების ჩართულობით – შემოდგომის კუთხე, მეგრული სამზარეულო, დეგუსტაცია, გამოფენები;
ხელოვნების, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრების ჩართულობით – საბავშვო სივრცე, ჩირების ნაირსახეობა, ნახატების გამოფენა, ხატვის მასტერკლასები, ცენტრებთან არსებული ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ჯგუფების კონცერტი;
მერის სათათბირო ორგანოს – ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს კუთხე – ,,იმოგზაურე წარსულში ‘’, გიფერი, შემეცნებითი აქტივობები;
ქართული ჭიდაობა;
ვიდეო-რგოლი: ,,ერთად განვაახლოთ სენაკი” – სენაკის მუნიციპალიტეტის მერის, ვახტანგ გადელიას მერობის პერიოდში განხორციელებული მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაცია.
17:00 საათი – სენაკის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია.
18:00 საათი – გალა კონცერტი:
შვიდკაცა
ქართული ხმები
თეატრალური კვარტეტი
ალილო
ფორტე
დავით მაზანაშვილის ბენდი
წამყვანი – ნიკოლოზ წულუკიძე.
გვეწვიეთ, ერთად გავატაროთ #ეგრისობა