კულტურისა და ტრადიციების დღესასწაული – ,,ეგრისობა“, სენაკის სამხატვრო გალერეაში, სენაკელი მხატვრების – ჰაიკო და ანრი გახარიების ნამუშევრების პერსონალური გამოფენით დაიწყო.
ჰაიკო გახარია – თანამედროვების ერთ-ერთი გამორჩეული მხატვარია.
ძმების – ჰაიკო და ანრი გახარიების სახელს უკავშირდება ჩვენს ქალაქში, საბავშვო სამხატვრო სკოლის დაარსება.
საქართველოს დამსახურებული მხატვრის, საქართველოს მხატვართა კავშირის წევრის ნამუშევრები, სხვადასხვა წლებში, გამოფენილი იყო აშშ-ში, იაპონიაში, საფრანგეთში, გერმანიასა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.
ჰაიკო გახარია ქართული გობელენის და ხალიჩების ნაწარმის ერთ-ერთი აღიარებული ოსტატია.
სიმბოლურია, რომ სწორედ დღეს, ,,ეგრისობის” სახალხო დღესასწაულზე, 55 წლის შემდეგ, სენაკს მხატვრის ერთ-ერთი გამორჩეული შედევრი – ,,ხორუმი” დაუბრუნდა, რომელმაც მსოფლიო მოიარა და ლუვრში გამოფენისას, პიკასოც კი აღაფრთოვანა.
თანამედროვეობის ერთ-ერთ გამორჩეულ შემოქმედს, ჰაიკო გახარიას, დღეს, ხანგრძლივი პროფესიული საქმიანობის, წარმატებული შემოქმედებითი მოღვაწეობისა და სახვითი ხელოვნების სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, სენაკის საპატიო მოქალაქის წოდება ენიჭება.
პერსონალურ გამოფენას, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მრჩეველი, დავით გვიშიანი, საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია, მერის პირველი მოადგილე, ბადრი ქუთელია, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან უჩანეიშვილი,
მხატვრის ოჯახის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები გაეცნენ.
,,ეგრისობის” სახალხო დღესასწაულის ძირითადი ნაწილი, დღეს, 15:00 საათიდან, სანახაობრივად დატვირთული, მრავალფეროვანი ღონისძიებებით, პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალში გაგრძელდება და სენაკის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონიითა და საზეიმო კონცერტით დასრულდება.
გვეწვიეთ, ერთად გავატაროთ #ეგრისობა