მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

,,ეგრისობა 2023″ – აქ ისტორია ცოცხლდება…

დღეს, ,,ეგრისობის” სახალხო დღესასწაულის ძირითადი ნაწილი პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალში გაგრძელდა.

ესმა კუნჭულიას ,,გასტრონომიული მუზეუმი” – ,,ისტორია თეფშზე” – 4 ისტორიული კერძის აღდგენა; ანა მიქაძის – ,,ამბავი ქართულ ყველზე”; ყველის, ღვინის, თაფლის დეგუსტაცია, მასტერკლასები; ადგილობრივი მეწარმე ქალების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა; საჯარო სკოლების და ადმინისტრაციული ერთეულების ჩართულობით – შემოდგომის კუთხე, მეგრული სამზარეულო, დეგუსტაცია, გამოფენები; ხელოვნების, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრების ჩართულობით – საბავშვო სივრცე, ჩირების ნაირსახეობა, ნახატების გამოფენა, ხატვის მასტერკლასები, ცენტრებთან არსებული ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ჯგუფების კონცერტი; მერის სათათბირო ორგანოს – ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს კუთხე – ,,იმოგზაურე წარსულში ‘’, გიფერი, შემეცნებითი აქტივობები; ქართული ჭიდაობა; ვიდეო-რგოლის: ,,ერთად განვაახლოთ სენაკი” – სენაკის მუნიციპალიტეტის მერის, ვახტანგ გადელიას მერობის პერიოდში განხორციელებული მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაცია – სანახაობრიდად დატვირთული, მრავალფეროვანი ღონისძიებებით უმასპინძლა ციხე-ქალაქმა ყველა თაობის სტუმარს.

სახალხო დღესასწაულს დაესწრნენ: სასულიერო პირები, საქართველოს პარლამენტის წევრები – გიორგი ხახუბია, ირაკლი ჩიქოვანი; სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მხარეში, გიორგი გუგუჩია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი, დავით ფაცაცია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები – დავით კუხალეიშვილი, ლუდუკი ხასია, მერის პირველი მოადგილე, ბადრი ქუთელია, მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან უჩანეიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები.

ნოქალაქევში, 2023 წლის საპატიო სენაკელები დაჯილდოვდნენ.

სენაკის საპატიო მოქალაქის წოდება, ქალაქისა და ქვეყნის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისათვის, ხანგრძლივი და წარმატებული პროფესიული საქმიანობისთვის, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე 16 ადამიანს მიენიჭა.

დაჯილდოების ცერემონიაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს: საქართველოს პარლამენტის წევრმა, სენაკის, ხობის და ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიორგი ხახუბიამ; სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ, საბა ოდიშარიამ.

სენაკის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭათ:

გია ადამიას – ქალაქის კოლორიტს, ქველმოქმედს, ბიზნესმენს;

მანანა ჭანტურიას – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების სენაკის ცენტრის ხელმძღვანელს;

გურამ ზესაშვილს – შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსს, პოლიციის პოლკოვნიკს;

ლაშა ტალახაძეს – ქართველ ძალოსანს, ორგზის ოლიმპიურ, შვიდგზის მსოფლიო და შვიდგზის ევროპის ჩემპიონს;

გურამ მისაბიშვილს – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის პირველ მოადგილეს;

შოთა ლომიას – კოლორიტ სენაკელს;

ვახტანგ ბესელიას – თანამედროვე ქართული მხატვრობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელს;

ლალი გოგინავას – სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს;

გიორგი სალაყაიას – კომპანია ,,ბადაგონის“ დამფუძნებელს და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, სან მარინოს რესპუბლიკის საპატიო კონსულს საქართველოში, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორს, ქველმოქმედს;

კახაბერ ივანიძეს – მეცენატს, ბიზნესმენს;

ამირან აფაქიძეს – ინჟინერ-მშენებელს;

მარიამ ქუჩულორიას – კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრის მრჩეველს, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზების საბჭოს და ევროპული ბიზნეს ასოციაციის თანადამფუძნებულს;

ჰაიკო გახარიას – თანამედროვების ერთ-ერთ გამორჩეულ მხატვარს;

ვენერა ლიპარტიას – სენაკის ფერმერთა სკოლის ლიდერს, წარმატებულ მეწარმეს;

გიორგი თოლორდავას – მრავალპროფილური სამედიცინო კლინიკა ,,სენა-მედის“ დამფუძნებელს, ექიმს;

სულო სეფიაშვილს – ჟურნალისტს, ისრაელში მოღვაწე სენაკელ ებრაელს.

რაც შეეხება საზეიმო კონცერტს, გაჟღერდა ქალაქური ჟანრის მუსიკა, ამონარიდები მუსიკალური ფილმებიდან და სპექტაკლებიდან.

კონცერტში მონაწილეობდნენ; ,,შვიდკაცა”, ,,ქართული ხმები”, ,,თეატრალური კვარტეტი”, ,,ალილო” ,,ფორტე”, დავით მაზანაშვილის ბენდი.

გალა კონცერტი თეატრმცოდნეს და წამყვანს, ნიკოლოზ წულუკიძეს მიყავდა.

,,ეგრისობა 2023″ გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

#ეგრისობა2023
#აქისტორიაცოცხლდება

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

ნოემბერი 2023
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  
Skip to content