ყველა სტუდენტს, განსაკუთრებით კი – ჩემს სენაკელ სტუდენტებს, გილოცავთ სტუდენტთა საერთაშორისო დღეს!
გისურვებთ საინტერესო სტუდენტურ ცხოვრებას, წარმატებებს და პროფესიულ წინსვლას!
სტუდენტობა დაუვიწყარი და უმნიშვნელოვანესი ხანაა – ცოდნის დაუფლების წყურვილი შერწყმულია იმ დიდ მიზნებთან, რომელიც ქვეყნის აღმშენებლობას უკავშირდება.
ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ჩვენს სტუდენტებს. ამ მიმართულებით, წელს, პირველად, ავამოქმედეთ სტუდენტების ხელშეწყობის დაფინანსების/თანადაფინანსების პროგრამა.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, 8 სენაკელი სტუდენტი დავაფინანსეთ.
ვეგმავთ პროგრამის ბიუჯეტის გაზრდას. ასევე, მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას, რათა თქვენი მიზნების აღსრულებაში ყოველმხრივი მხარდაჭერა აღმოგიჩინოთ.
მომავალი განათლებასა და თქვენს ხელთაა, ჩემო მეგობრებო!
ვახტანგ გადელია
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი