მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

შეხვედრა იურიდიული დახმარების ცენტრის წარმომადგენლებთან

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელთან, რამაზ კუპრეიშვილთან ერთად, მონაწილეობა მიიღო მერიის სხდომათა დარბაზში, „იურიდიული დახმარების მობილური საკონსულტაციო ცენტრის“ მიერ გამართულ საინფორმაციო შეხვედრაში.

„იურიდიული დახმარების მობილური საკონსულტაციო ცენტრის“ დირექტორის მოადგილემ, ლევან გვენეტაძემ და იურისტ-ანალიტიკოსმა, თამარ ნაჭყებიამ, შეხვედრის მონაწილეებს, დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს იმის შესახებ, თუ რა სახის სერვისების მიღება არის შესაძლებელი იურიდიული დახმარების სამსახურში, ვის და სად შეუძლია ისარგებლოს უფასო იურიდიული კონსულტაციითა და საადვოკატო მომსახურებით.

საკონსულტაციო ცენტრში, შესაძლებელია იურიდიული კონსულტაციის მიღება ისეთ საკითხზე, როგორიცაა: მიწის რეგისტრაცია, საბანკო და იპოთეკური სესხები, ხელშეკრულებები, შრომის პირობები და გარიგებები, მემკვიდრეობა, ალიმენტი, ჯარიმები, მომხმარებელთა უფლებები, ბავშვთა უფლებები, შშმ პირთა უფლებები, ძალადობა, ნაფიცი მსაჯულების სასამართლო და სხვა საკითხები.

შეხვედრას ესწრებოდნენ: მერის თანაშემწე, მარინე ფაღავა, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები, „იურიდიული დახმარების მობილური საკონსულტაციო ცენტრის“ რეგიონალური მენეჯერი, მაგდა ხამხაძე, ცენტრის იურისტები, იურიდიული დახმარების სამსახურის სენაკის საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელი, მაია რობაქიძე, დაინტერესებული მოქალაქეები.

იურიდიული დახმარების სამსახური უფასო სამართლებრივი დახმარების გამწევი, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სახელმწიფო ორგანიზაციაა. მისი საქმიანობა მოიცავს ისეთ იურიდიულ მომსახურებას, როგორიცაა: იურიდიული კონსულტაცია ყველასთვის – ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე; სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენა (განცხადება, შუამდგომლობა და სხვ.); საზოგადოებრივი ადვოკატის მომსახურება – სისხლის სამართლის პროცესში, ბრალდებულის, მსჯავრდებულის, გამართლებულისათვის, არასრულწლოვანი დაზარალებულის და გამოსაკითხი პირი/მოწმის ინტერესების დასაცავად; საზოგადოებრივი ადვოკატის მომსახურება – სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის გარკვეულ საქმეებზე; წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოში – ადმინისტრაციული სამართლის გარკვეულ საქმეებზე.

იურიდიული დახმარების სამსახური უფასო მომსახურებას უზრუნველყოფს ბიუროების, საკონსულტაციო ცენტრებისა და მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრის მეშვეობით.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მასშტაბით სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის 17 ბიურო და 43 საკონსულტაციო ცენტრი ფუნქციონირებს, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურმა, 2023 წლის 18 ოქტომბერს, უფასო სამართლებრივ დახმარებაზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, პირველად დააფუძნა „იურიდიული დახმარების მობილური საკონსულტაციო ცენტრი“.

პროექტი იურიდიული დახმარების სამსახურმა გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით განხორციელდა.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

ნოემბერი 2023
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  
Skip to content