მინდა დიდი გულისტკივილი გამოვხატო სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის და ქონების მართვის სამსახურის თანამშრომლის, ჩვენი კოლეგის, გამორჩეული საჯარო მოხელის, მარინე კვარჭაიას გარდაცვალების გამო.
მარინე, წლების მანძილზე, სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობისას, პროფესიონალიზმით და საქმისადმი ერთგულებით გამოირჩეოდა.
მარინე კვარჭაიას სახით სენაკმა დაკარგა ღირსეული მოქალაქე, კიდევ ერთი გამორჩეული შვილი.
ამ დიდ დანაკლისს, მთელი გულით ვუსამძიმრებ ოჯახს, კოლეგებს და ახლობლებს.
ვახტანგ გადელია
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი