მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

,,ქართული თეატრის ამბავი ანუ…”

,,ჩვენს ქვეყანაში თეატრს იმხელა ისტორია აქვს, არ შეიძლება ეს ყველაფერი დავიწყებას მიეცეს. დღეს, ერთად ვიმოგზაურებთ ქართული თეატრის იმ დროსა და სივრცეში, რომლის მოსმენაც მაყურებლისთვის აკრძალული იყო”, – ასე დაიწყო თეატრმცოდნემ და ტელეწამყვანმა, ნიკოლოზ წულუკიძემ ,,ქართული თეატრის ამბავი ანუ…”
საღამოზე, ნიკოლოზ წულუკიძემ, მაესტრო ნიკა ნიკვაშვილთან, მომღერალ ნატალია ქუთათელაძესთან და რუსთაველის თეატრის მსახიობებთან ერთად, მე-19 და მე-20 საუკუნეების თეატრი, საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი ისტორიები, ქართული თეატრის იდუმალი ამბები და მოგონებები, რომელიც ხშირად ფარდის მიღმა რჩება, აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატული თეატრის სცენაზე გააცოცხლა.
თეატრმცოდნემ, ქართული კინოსა და თეატრის ცნობილ მსახიობებთან – ნანული სარაჯიშვილთან და მარინა კახიანთან ერთად, ქართული თეატრის ის კორიფეები გაიხსენა, რომელთაც თეატრის აღორძინებასა და განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს.
საღამოს სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ბადრი ქუთელია, მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

იანვარი 2024
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
Skip to content