დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს, 91 წელი შეუსრულდა.
გამორჩეულია ერის სულიერი მამის ღვაწლი ქვეყნისა და მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორიაში.
უწმინდესი, თავისი ცხოვრებით, სიკეთის, მოყვასის უსაზღვრო სიყვარულის და თავმდაბლობის მაგალითი გახდა.
დიდი მოწიწებითა და სიყვარულით ვულოცავ უწმინდესს და მთელ საქართველოს.
ჩვენს პატრიარქს, ერის საიმედოდ და ქვეყნის საკეთილდღეოდ, დღეგრძელობას, ჯანის სიმრთელეს და მხნეობას ვუსურვებ.
ვახტანგ გადელია
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი