მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

ქალაქ სენაკისა და მიმდებარე სოფლების 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის საჭირო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა

ქალაქ სენაკისა და მიმდებარე სოფლების 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის საჭირო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია რეგიონებში მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის დაგეგმილი პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს.
ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამჯერად, ტენდერი ქალაქ სენაკში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოებზე გამოცხადდა. წინადადებების მიღება 31 იანვარს დაიწყება და 5 თებერვალს დასრულდება. პროექტის სავარაუდო ღირებულება 45 მილიონ ლარზე მეტია, სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

„ამ ეტაპზე, სენაკის მოსახლეობის მხოლოდ 30% სარგებლობს უწყვეტი წყალმომარაგებით, დანარჩენ ნაწილს წყალი 18 საათიანი გრაფიკით მიეწოდება. ნაწილობრივ ამორტიზებულია წყლის ინფრასტრუქტურა და რეაბილიტაციას საჭიროებს.

დაგეგმილი პროექტის ფარგლებში მოეწყობა წყალსადენის ახალი ქსელი, მაგისტრალური მილსადენი, ჭაბურღილები, საქლორატორო, რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ რეზერვუარს.
პროექტის დასრულების შემდეგ, ქალაქ სენაკის სოფლებს – ნოსირს, შუა ნოსირს, მეორე ნოსირს, ახალსოფელს, საბესელიოს, საკილასონიოსა და საოდიშარიოს მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს“.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

იანვარი 2024
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
Skip to content