მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

სენაკში საშობაო ალილოს მსვლელობა გაიმართა

მაცხოვრის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სენაკში, ალილოს ტრადიციული მსვლელობა გაიმართა.
სასულიერო პირების და ,,ალილოს” მრევლის მსვლელობა, საწინამძღვრო ჯვრების, შობის ხატისა და დროშების თანხლებით, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიიდან დაიწყო და სენაკის ცენტრალური ქუჩების გავლით, მუნიციპალიტეტის მერიის შენობის მიმდებარედ დასრულდა.
ალილოს მონაწილეებს, მზრუნველობამოკლებული მოხუცების, სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის შეგროვებული ნობათები გადასცეს სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ბადრი ქუთელიამ, მერის მოადგილემ, ნანა ზარანდიამ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.
ალილოს ტრადიცია საქართველოში V-VI საუკუნეებიდან იღებს სათავეს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ტრადიცია 2000 წლიდან აღდგა.
ქრისტეშობის სადღესასწაულო მსახურება ეკლესიებსა და მონასტრებში, შობის ღამეს, ყველა სარკმელთან დანთებული სანთელი – მაცხოვრის დაბადების სიმბოლო – უწმინდესის კურთხევაა და მისი მეოხებით აღდგენილი ტრადიცია.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

იანვარი 2024
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
Skip to content