ტიტულოვან სენაკელ ფალავანს, გიორგი ჩხიკვაძეს, გულითადად ვულოცავ მორიგ გამარჯვებას – ბერძნულ რომაული სტილით ჭიდაობაში, საფრანგეთის გრან-პრის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას.
წარმატებული სენაკელი სპორტსმენი გახლავთ საქართველოს ხუთგზის ჩემპიონი, ჭაბუკებს შორის ორგზის ევროპის პრიზიორი, ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ვიცე ჩემპიონი, ევროპის ორგზის პრიზიორი, ასევე ევროპის ორგზის ჩემპიონი, საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის გამარჯვებული, საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენისა და 2023 წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტულების მფლობელი.
სპორტი და ახალგაზრდული პოლიტიკა, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, ახალგაზრდებში მისი პოპულარიზაცია და შესაბამისი ინფრასტრუქტურული მზაობა, ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
ჩემს გუნდთან ერთად, გიორგის და სენაკელ სპორტსმენებს მაქსიმალურ მხარდაჭერას ვუცხადებ.
კიდევ ერთხელ ვულოცავ და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებ.
ვახტანგ გადელია
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი