საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სპექტაკლის – „ჩიპოლინოს თავგადასავალი“ პრემიერა გაიმართა.
პრემიერას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი, თეა წულუკიანი, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, მერის პირველი მოადგილე, ბადრი ქუთელია, მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ინგა ქარდავა, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი, გივი მისაბიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლებისა და თეატრალური საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.
მუსიკალურ-კოსტიუმირებულ ზღაპარში, იტალიელი მწერლის, ჯანი როდარის გამოგონილი მთავარი გმირი – კეთილი და გულუბრყვილო ხახვი-ბიჭუნა, სახელად – ჩიპოლინო, მეგობრებთან ერთად, ბოროტ გმირებს ებრძვის და მათ აკეთილშობილებს.
შემეცნებითი ზღაპარი ბავშვებს მეგობრობას, ერთგულებას, სიყვარულს ასწავლის.
სპექტაკლის ინსცენირების ავტორი და დამდგმელი რეჟისორია სენაკის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და რეჟისორი, ვახტანგ ნიკოლავა;
სცენოგრაფია და მხატვრობა – აივენგო ჭელიძეს, ემილ გეგენავასა და მალხაზ კორთხონჯიას ეკუთვნით;
კომპოზიტორი და სიმღერების ტექსტების ავტორია კოტე მალანია, ქორეოგრაფი – გია მარღანია, კოსტიუმების მხატვარი – სოფი ჩალაშვილი, კოსტიუმები შეკერა მაკა კილასონიამ;
რეჟისორის თანაშემწეა ლალი გაბელაია.
სპექტაკლში მონაწილეობენ: ირაკლი ადამია, ტარიელ ზურაბაშვილი, ლადო კოკაია, ზურაბ ზურაბაშვილი, ჯამბულ ჭანტურია, ლალი გაბელაია, ელგუჯა ნოდარიძე, ეკა კოღუა, თამარ აბშილავა-კობახიძე, გიორგი მურუსიძე, ზვიად ზურაბაშვილი, რაულ კიკალეიშვილი, დიანა თურქია, ამირან მალანია და ანასტასია ზუხბაია.
სპექტაკლში, ასევე, მონაწილეობენ სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრისა და დიმიტრი ჯაიანის სახელობის კულტურის ცენტრის თეატრალური ხელოვნების სკოლა-სტუდიის აღსაზრდელები.
სპექტაკლის შემდეგ, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა, თეა წულუკიანმა სენაკის დრამატულ თეატრში მოქმედი მუზეუმი მოინახულა, რომელიც სამინისტროს კონკურსის – „სამუზეუმო საქმიანობის ხელშეწყობა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ დრამატულ თეატრებში“ – ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტის ფარგლებში განახლდა. კერძოდ, აღდგა სამუზეუმო მასალა, შეიქმნა ელექტრონული არქივი, მოეწყო საექსპოზიციო სივრცე.