რეგიონული ჰაბის – „ათინათის“ ინიციატივით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის, მერის სათათბირო ორგანოს – ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოსთან ურთიერთთანამშრომლობით, სამუშაო შეხვედრა შეხვედრა.
შეხვედრას სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ზაზა ნაჭყებია, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ინგა ქარდავა, ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს “ თავმჯდომარის მოადგილე, მანანა გვიჩია, საკრებულოს წევრი, მარინე ნანეიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორების წარმომადგენლები, მერის სათათბირო ორგანოს – ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრები ესწრებოდნენ.
შეხვედრას, რომელიც მიზნად სენაკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების მიერ შემუშავებული სათემო ინიციატივების გაცნობას და მხარდაჭერას ისახავდა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ჰაბის წარმომადგენლები – ივეტა როდონაია და თამარ გამსახურდია უძღვებოდნენ.
შეხვედრის მონაწილეები რვა ინიციატივას გაეცნენ.
შემდეგი ეტაპი კი – ინიციატივების განხორციელებისთვის რესურსების მოძიებაა.
შეხვედრა ჩატარდა ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით, პროექტის – სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი – კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით, არასამთავრობო ორგანიზაციებთან – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP) – ერთად.