31 იანვარს, მართლმადიდებლური ეკლესია, წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის და მენჯის მთავარანგელოზთა სავანეში მოღვაწე წმინდა ალექსი ბერის ( შუშანია) ხსენების დღეს აღნიშნავს.
სენაკისა და სრულიად საქართველოს მფარველის, წმინდა ალექსი სენაკელის დაბადებიდან 172 წელი და გარდაცვალებიდან 101 წელი გავიდა.
საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 1995 წელს ალექსი ბერი წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 31 იანვარი დააწესა.
მინდა ჩემი პატივისცემა და მადლიერება დავუდასტურო საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს, ალექსი შუშანიას ლიტერატურული მემკვიდრეობის კვლევისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
ასევე მინდა მადლიერება გამოვხატო მენჯის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვრის, არქიმანდრიტ მელქისედეკის (მიქავა) და ალექსი ბერის შთამომავლის, მონაზონ ზოიას (შუშანია) მიმართ, ღვთისა და ერის წინაშე მსახურებაში ხანგრძლივი ღვაწლის, მენჯის მთავარანგელოზთა სახელობის მონასტრის, ალექსი ბერის სახელობის ბაზილიკური ტაძრის, წმინდა ალექსი სენაკელის სახელობის მუზეუმისა და ალექსი შუშანიას შემოქმედების წარმოჩენისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
ალექსობას და თამარობას გილოცავთ!
ვახტანგ გადელია
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი