მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

სენაკში ალექსობისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს ლოცვა-კურთხევით და წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის ორგანიზებით, დიმიტრი ჯაიანის სახელობის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრში, სენაკისა და სრულიად საქართველოს მფარველის, დიდი მწიგნობრისა და ასკეტი ბერის, წმინდა ალექსი სენაკელის აღსრულებიდან 101-ე წლისთავთან დაკავშირებით, ღირსი მამის ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი ლიტერატურულ-მხატვრული საღამო გაიმართა.
ღონისძიებას, რომელიც სკოლა-გიმნაზიის დირექტორის, ნინო ჯანჯღავას მისალმებით გაიხსნა, სასულიერო პირები, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ბადრი ქუთელია, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან უჩანეიშვილი, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი, გივი მისაბიშვილი, სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, დარეჯან ზარანდია, ადგილობრივი თვითმმართველობის, საგანამანათლებლო სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საღამოზე, წმინდა ბერის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებმა, თეატრალიზებული ფორმით წარმოადგინეს, მწიგნობარი ბერის ცხოვრებისა და მოღვაწეობის მნიშვნელოვანი ეტაპები, ნაწყვეტები პუბლიცისტური წერილებიდან და პოეტური შემოქმედების ნიმუშები.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

იანვარი 2024
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
Skip to content