სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მუნიციპალური უწყებათაშორისი კომისიის 2024 წლის პირველი სხდომა გაიმართა.
სამუშაო შეხვედრას სენაკის მუნიცალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, მერის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე, ნანა ზარანდია, მერიის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ნატალია ხუბუა, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი, მერაბ ჯანაშია, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ცენტრის უფროსი, ქეთევან ხუბუტია, ქალთა ფონდ „სოხუმის“ მონიტორინგისა და ადვოკატირების ჯგუფის წევრი, ემა კამკია, სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, დარეჯან ზარანდია, მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების უფროსი, მზია ბიგვავა, ადმინისტრაციული სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი, თეა გრიგოლია, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების წარმომადგენელი, სოციალური მუშაკი – ია კიკაბიძე, სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების წარმომადგენელი, ნანა ადამია ესწრებოდნენ.
სხდომაზე განხილულ იქნა კომისიის მიერ სამოქალაქო ინიციატივის – ,,დაარღვიე სიჩუმე – შეაჩერე ძალადობა“ ფარგლებში წარმოდგენილი კონცეფციები; ხაზი გაესვა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურების მონაწილე სუბიექტთა შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის როლსა და აქტიურ ჩართულობას.
სხდომაზე საუბარი შეეხო ამ მიმართულებით, მუნიციპალიტეტში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს, ასევე – შესაბამისი მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებებზე გათვლილ სამომავლო კონცეფციებს.