დიდი პატივისცემით ვულოცავ იუბილეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრეს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი).
სამ ათეულ წელზე მეტია, მეუფე შიო, სიბრძნით და სიყვარულით იღვწის ჩვენი ქვეყნის და ეპარქიის სულიერი ცხოვრების განმტკიცებისა და განვითარებისთვის. გამორჩეულია მისი ღვაწლი მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორიაში.
კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრეს, დღეგრძელობას, მხნეობას და უფლის შეწევნას ვუსურვებ ერისა და ბერის, ჩვენი ეპარქიის სულიერი გაძლიერების საქმეში.
ვახტანგ გადელია
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი