12 თებერვლიდან 18 თებერვლის ჩათვლით, რუმინეთში, ევროპის ჩემპიონატი გაიმართება.
ჩვენი ქვეყნის ღირსებას ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 10 სპორტსმენი დაიცავს, რომელთა შორისაა ჩვენი ქალაქის ღირსეული შვილი, ახალგაზრდა წარმატებული სპორტსმენი, გიორგი ჩხიკვაძე.
ქალაქი გულშემატკივრობს გიორგის, ჩვენს საამაყო სპორტსმენებს.
ჩვენს ტიტულოვან ფალავანს გამარჯვებას ვუსურვებ.
წარმატებული სენაკელი სპორტსმენი გახლავთ საქართველოს ხუთგზის ჩემპიონი, ჭაბუკებს შორის ორგზის ევროპის პრიზიორი, ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ვიცე ჩემპიონი, ევროპის ორგზის პრიზიორი, ასევე ევროპის ორგზის ჩემპიონი, საფრანგეთის გრან-პრის ჩემპიონის ტიტულის მფლობელი, საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის გამარჯვებული, საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენისა და 2023 წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტულების მფლობელი.
ჩემს გუნდთან ერთად, გიორგის მაქსიმალურ მხარდაჭერას ვუცხადებ.
ვახტანგ გადელია
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი