მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

სენაკის მუნიციპალიტეტის მერის, ვახტანგ გადელიას ინიცირებული პროექტი

სენაკის მუნიციპალიტეტის მერის, ვახტანგ გადელიას ინიცირებული პროექტი – სტუდენტების ხელშეწყობის დაფინანსების/თანადაფინანსების პროგრამა გრძელდება.

აღნიშნული პროგრამა მოიცავს სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახების, ასევე, დედ-მამით ობოლი სტუდენტების ფინანსურ მხარდაჭერას.

პროგრამის ფარგლებში, დაფინანსდება სწავლის საფასურის 50% – 1125 ლარის ოდენობით.

სტუდენტების ხელშეწყობის დაფინანსების/თანადაფინანსების პროგრამის ბიუჯეტი მიმდინარე წელს 20 000 ლარამდე გაიზარდა.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერის, ვახტანგ გადელიას გადაწყვეტილებით, პროგრამა, პირველად, 2023 წელს ამოქმედდა.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, გასულ წელს, მუნიციპალიტეტის მერიამ, 13 სტუდენტი დააფინანსა.

მიმდინარე წელს კი – 5 სტუდენტი.

პროგრამა გრძელდება. დაფინანსების მისაღებად, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში, საჭიროა შემდეგი დოკუმენტაციის წარდგენა:

განცხადება;
პირადობის მოწმობის ასლი;
სოციალურად დაუცველი სტუდენტების შემთხვევაში – ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, სტუდენტის სტატუსის შესახებ – წლიური გადასახადის მითითებით;
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი/ამონაწერი წინა სემესტრის გავლილი საგნებისა და შეფასების შესახებ;
იძულებით გადაადგილებული პირის შემთხვევაში – დევნილის მოწმობა;
წარჩინებული სტუდენტის შემთხვევაში- რეკომენდაციების, ასევე, დოკუმენტაცია – სხვადასხვა სახის პროგრამებში ჩართულობისა და მიღებული სერთიფიკატების, ჯილდოების შესახებ;
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბანკო რეკვიზიტები და ანგარიშფაქტურა;
თანხის ნაწილის – 1125 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;
დაფინანსების მოპოვებისთვის განცხადების შემოტანის უფლება აქვს დაფინანსების მსურველ პირს ან მის წარმომადგენელს (წარმომადგენლის მიერ შესაბამისი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე).

#სენაკისმერიაახალგაზრდებისთვის
#გამოიყენეშესაძლებლობა

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

თებერვალი 2024
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
26272829  
Skip to content