დღეს, სენაკის სახვითი ხელოვნების გალერეაში, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ტურისტულმა კლუბმა ,,მწვანე მოლაშქრეები“ პრეზენტაცია გამართა.
პრეზენტაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი, გივი მისაბიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის, შესაბამისი სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.
,,მწვანე მოლაშქრეებმა“ ისაუბრეს კლუბის დაარსების ისტორიაზე, არსებობის მანძილზე განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ აქტივობებზე, მათ მიერ შექმნილ საინფორმაციო ბუკლეტზე, სამომავლო ხედვებზე.
მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ტურისტული კლუბის ხელმძღვანელია ნატალია წულაია, კლუბის საპატიო წევრი – თეიმურაზ კუბეცია.