მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

შეხვედრა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში გამარჯვებულებთან

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია, მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურისა და მერის სათათბირო ორგანოს – ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წარმომადგენლები, სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის დირექტორს, ნინო ჯანჯღავას, სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებს: მარიამ ფიფიას და საბა ხაბურზანიას შეხვდნენ და მოპოვებული მნიშვნელოვანი გამარჯვება მიულოცეს.

სკოლა-გიმნაზიის XII კლასის მოსწავლემ, გუნდის – ,,TerraTech” წევრმა, საბა ხაბურზანიამ, თბილისელ, ბათუმელ და ზუგდიდელ მეგობრებთან ერთად, შექმნა მაღალტექნოლოგიური ჭკვიანი უნიფორმა და მაღაროელი რობოტი, რომელიც მაღაროელებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფს.

გუნდი, 2023 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებული გახდა და მიმდინარე წლის ზაფხულში, საბა, მეგობრებთან ერთად, აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება, სადაც მონაწილეობას მიიღებს NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებში.

სკოლა-გიმნაზიის მოსწავლე, გუნდის – ,,Green Star” წევრი, მარიამ ფიფია კი, თავისი პროექტით, საქპატენტის რჩეული გახდა.

,,სამეცნიერო-საგამომგონებლო სფეროში ეს არის სკოლა-გიმნაზიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმატება, რაც სასიხარულო და საამაყოა სენაკისთვის და მიუთითებს, თუ როგორი განათლებული და მოტივირებული თაობა გვეზრდება.

გამარჯვებულ მოსწავლეებს და მათ პედაგოგებს, თანამედროვე ტექნოლოგიების დაუფლების გზაზე, ახალ მიღწევებს ვუსურვებ” – აღნიშნა შეხვედრისას მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ.

,,მსგავს პროექტებში მიღწეული წარმატებით, თქვენ ასახელეთ მშობლიური სკოლა, პედაგოგები და მუნიციპალიტეტი.

ჩვენ კი, ჩვენის მხრივ, მუდმივად გამოვხატავთ მომავალი თაობისადმი მხარდაჭერას. მომავალი ხომ სწორედ განათლებაშია” – აღნიშნა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, საბა ოდიშარიამ.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

თებერვალი 2024
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
26272829  
Skip to content