სათემო ფონდის ,,ნეფა”, გაეროს ქალთა (UN Women), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციების წარმომადგენლებმა (FAO), ქალთა გაძლიერების პროექტის – „ფერმერ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა რძის პროდუქტების წარმოების ხელშეწყობის მხარდაჭერით ფერმერთა საველე სკოლების (FFS) მიდგომების გზით“ – ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, საპრეზენტაციო შეხვედრა გამართეს, სადაც ასევე, აქცენტები გაკეთდა სოფლად მცხოვრებ ქალთა საჭიროებებზე და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის, სოფლად მცხოვრები ქალების, ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან აქტიური თანამშრომლობის საკითხებზე.
პროექტის მხარდამჭერია – შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო.
შეხვედრას დაესწრნენ: სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის მოადგილე, მანანა გვიჩია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწე, მარინე ფაღავა, მერიის
ადმინისტრაციული სამსახურის ადმინისტრაციულ ერთეულებში საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის და ქონების მართვის სამსახურის, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები.