,,გაიგე, რა გაკეთდა შენს ქალაქში“ – ფარგლებში, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საგზაო ინსტრასტრუქტურული პროექტის შესახებ:
ეს კადრები, გეჯეთის ადმინისტრაციული ერთეულიდან მარტვილის მუნიციპალიტეტის მიმართულებით არსებულ გზას ასახავს – რეაბილიტაციამდე და პროექტის დასრულების შემდეგ.
აღნიშნულ ლოკაციაზე შექმნილი დაზიანებები და მოშლილი ინფრასტრუქტურა მოსახლეობას, წლების მანძილზე, გადაადგილების პრობლემას უქმნიდა.
2 კმ-იანი გზის მონაკვეთზე, საგზაო ინფრასტრუქტურა წლების შემდეგ, პირველად, 2023 წელს, სრულად მოწესრიგდა.
პროექტი, ღირებულებით – 628 977 ლარი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით განხორციელდა.