მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

საბავშვო ბაღებს ენერგოეფექტური ღუმელები გადაეცათ

სენაკის მუნიციპალიტეტში გრძელდება „მერების შეთანხმება აღმოსავლეთი“ (#CoMEast) ფარგლებში შემუშავებული პროექტის – ,,ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვა სენაკის მუნიციპალიტეტის მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმის შესაბამისად’’, განხორციელების პროცესი.

პროექტის ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, მერის მოადგილემ, ნანა ზარანდიამ, მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმის განხორციელებისა და მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის მდივანმა, დალი ქაჩიბაიამ, ქალაქის №1, №2, №6 ბაგა-ბაღებს და ზემო ჭალადიდის საბავშვო ბაღს, აღსაზრდელთა ჯგუფების რაოდენობის შესაბამისად, 15 ერთეული ენერგოეფექტური ღუმელი გადასცეს.

ენერგოეფექტური შეშის ღუმელი – MZ-18, 60-100 კვ. მ ფართობის ოთახზეა გათვლილი, მუშაობს გაზების მრავალსვლიანი სისტემით, რომლის ეფექტურობის მაჩვენებელია (მქკ) – 70%. საწვავად შესაძლებელია, როგორც შეშის, ასევე ბრიკეტის გამოყენება.

ენერგოეფექტური ღუმელის შემთხვევაში, 2-ჯერ ნაკლები შეშა მოიხმარება. ექსპლუატაციის ვადა – 15 წელია. ღუმელს გააჩნია ფარსაკეტი, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია წვის პროცესისა და ტემპერატურის კონტროლი.

პროექტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია:

№1 ბაგა-ბაღის გარე სივრცეში, მზის ენერგიაზე დამტენი სანათების მონტაჟით – რეკრეაციული ზონის მოწყობა;

სამიზნე ბაღებში – არსებული ნათურების LED ნათურებით ჩანაცვლება;

მეორე ეტაპზე კი – ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების ენერგოეფექტური შეშის ღუმელებით უზრუნველყოფა.

პროექტის მიზანია, ენერგეტიკული სიღარიბის დაძლევა და ენერეტიკულ ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.

#მერებისშეთანხმება
#CoMEast

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

თებერვალი 2024
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
26272829  
Skip to content